„ნაციონალური მოძრაობის" წევრ ოთარ სირაძესა და მის ძმას გირაო შეეფარდათ

„ნაციონალური მოძრაობის"  წევრ ოთარ სირაძესა და მის ძმას გირაო შეეფარდათ

„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრს ოთარ სირაძესა და მის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-5000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. სასამართლო პროცესი ამბროლაურის სასამართლოში დისტანციურად მიმდინარეობდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, "ახალგაზრდა მწვანეების" წევრთან დაპირისპირების ფაქტზე რაჭის ყოფილ გუბერნატორს და მის ძმას ბრალი 126-ე მუხლით აქვთ წარდგინილი, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

მომდევნო პროცესი 4 სექტემბერს გაიმართება.

ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ამბროლაურში 4 ივლისს მოხდა. გამოძიება თავდაპირველად 239-ე მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით გადაკვალიფიცირდა.