ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთან მსუბუქი ავტომობილი დაიწვა

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთან მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა, შემდგომ კი ცეცხლი გაუჩნდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ერთი პირი პრევენციის მიზნით კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მას დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო