საქართველოს პარლამენტმა აჭარის კონსტიტუციური კანონი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, 92 ხმით (არცერთი წინააღმდეგი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ ერთი მოსმენით დაამტკიცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, რომელიც სხდომაზე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარადგინა, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს, პროექტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 18 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 3 მაჟორიტარული სისტემით ერთჯერადად იქნება არჩეული, ასევე 2020 წლის შემდეგი არჩევნებისათვის დადგინდა ბუნებრივი საარჩევნო ბარიერი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს