გორში დაპირისპირების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღით ორი პირია დაჭრილი

გორში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი პირი დაიჭრა. დაშავებულები ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გიორგი ჩუხრუკიძეს სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული მრავლობით დაზიანებები აღნიშნება და იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

რაც შეეხება ალექსანდრე რაზმაძეს, მას სტაციონალური მკურნალობა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანების გამო უტარდება.

შემთხვევა გორში, სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, სროლა და დაჭრის ფაქტი ერთ-ერთი დაშავებულის მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოხდა.

ერთ-ერთი დაჭრილის, ლ.რ.-ს მეუღლის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა რამდენჯერმე მოხდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, შეძენა, ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა