გორში სანადირო თოფით ძაღლი მოკლეს

გორში, ჭალის დასახლებაში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, სანადირო თოფით ძაღლი მოკლეს. კორპუსის მცხოვრებთა ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ძაღლის მიმართულებით მათ მეზობლად მცხოვრებმა ექიმმა ლექსო ხეთაგურმა ისროლა.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე, ჭალის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე, სამართალდამცავები იმყოფებიან.

ხეთაგური მომხდარს ადასტურებს და აცხადებს, რომ გასროლა თავის დაცვის მიზნით განახორციელა.

„ეს ძაღლი დიდი ხანია ამ სადარბაზოში ბინადრობდა. ყოველთვის უწყინარი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში რამდენჯერმე შევამჩნიე აგრესიულობა. ამ საღამოსაც, როდესაც ჩემს კუთვნილ ბინაში მეორე სართულზე ავდიოდი, აგრესიული იყო და თავს დამესხა. კარი რომ გავაღე, სახლში შემოვარდნა სცადა. მოგერიების მიზნით ვისროლე ძაღლის მიმართულებით ჩემი კუთვნილი ორლულიანი სანადირო თოფიდან“, - განაცხადა ხეთაგურმა.

ლექსო ხეთაგური პოლიციამ შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის სამმართველოში გადაიყვანა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა