სომხეთში, 24 საათში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 34 462-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 631-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 23 123 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 507 ადამიანს კი მკურნალობა ამჟამად უტარდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა