ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი თავდადებულის ქუჩის #35-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტს ბათუმის მერია ახორციელებს.

„ორსართულიანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. მისი დასრულების შემდეგ, საკუთარ საცხოვრებელ სახლს ხუთი ოჯახი, დაახლოებით ოცამდე ადამიანი დაუბრუნდება. მნიშვნელოვანია ის, რომ სრულად მოხდა ძეგლის მახასიათებელი ყველა დეტალის აღდგენა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ფონდი „ქართუ“ ბათუმში კიდევ 5 კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის რეაბილიტაციას ახორციელებს, რისთვისაც ფონდმა 2 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. მადლობა მინდა გადავუხადო ფონდს ასეთი მნიშვნელოვანი და სასიკეთო პროექტების დაფინანსებისა და მხარდაჭერისათვის," - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

მერიის ინფორმაციით, უკვე დასრულდა სახურავის მონტაჟი, შეიცვალა შენობის საძირკველის ნაწილი და კარ-ფანჯრები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის შუშაბანდს. სრულდება შიდა მოსაპირკეთებელი და ფასადის შეცვლის სამუშაოები. პროექტის ღირებულება 765 ათას 296 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა