მარნეული - სადახლოს ავტომაგისტრალზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

მარნეული-სადახლოს ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

შემთხვევის დროს ავტომანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა