ქალს, რომელიც ძაღლმა დაგლიჯა, რეკონსტრუქციული ოპერაციები ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა

ქალს, რომელიც პიტბულის ჯიშის ძაღლმა დაგლიჯა, რეკონსტრუქციული ოპერაციები ჩაუტარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

„ამ წუთშიც მართვით სუნთქვაზეა. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ჩატარებულია რეკონსტრუქციული ოპერაციები და ვნახოთ, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება,“ - განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე 67 წლის ქალი ძაღლმა დაგლიჯა. მას ნაფლეთოვანი ჭრილობები თავის, კისრის, გულ-მკერდისა და კიდურების არეში აღენიშნებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა