ადვოკატის ინფორმაციით, შაქარაშვილის საქმეზე ექსპერიმენტის ჩატარება იგეგმება, რომელშიც მონაწილეობას ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძეც მიიღებს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ექსპერიმენტის ჩატარება იგეგმება, რომელშიც მონაწილეობას მისი დაცვის ქვეშ მყოფიც მიიღებს. როგორც ჭკადუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია, როდის ჩატარდება აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტი, თუმცა ამისთვის წვიმიანი ამინდია საჭირო.

„ჩვენ საქმის კურსში არ ვართ ექსპერიმენტში მონაწილეობას ვინ მიიღებს. ალბათ, ყველა ფიგურანტს ცალ-ცალკე გაიყვანენ, კოლექტიურად ეგ არ ხდება. არ ვიცი, ზუსტად როდის ჩატარდება ექსპერიმენტი. ეს რომ ჩატარდეს უნდა წვიმდეს, რადგან მაშინ წვიმიანი ამინდი იყო“, - განაცხადა ჭკადუამ.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა