განმუხურში, აკვაპარკ „ანაკლიაში“ საზაფხულო სეზონი გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე აკვაპარკ „ანაკლიაში“ საზაფხულო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განახლებულ აკვაპარკს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მალხაზ თორია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია სტუმრობდნენ.

„დღეს, სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში უფასოდ შეეძლებათ აკვაპარკით სარგებლობა. მუსიკალურ განწყობაზე კი DJ იზრუნებს. მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, აკვაპარკში ერთდროულად 200 -ზე მეტი ადამიანი არ დაიშვება და დილის 12:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე იმუშავებს. (გარდა წვიმიანი ამინდისა)

აკვაპარკ ,,ანაკლიაში“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული. აკვაპარკში შესვლის ღირებულება: 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - უფასოა. 3-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - 5 ლარი. 9 წლიდან - 15 ლარი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა