„ბათუმის წყალი“ - სასმელი წყლის თვისებები სრულად შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმატივებს

„ბათუმის წყლის“ მიერ მიწოდებული სასმელი წყლის თვისებები სრულად შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმატივებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმის წყალი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, “ბათუმის წყალს“ აქვს ულტრათანამედროვე ლაბორატორია, რომლის მეშვეობით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს წყლის ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი. „წყლის ხარისხის უწყვეტ რეჟიმში მონიტორინგს ლაბორატორია, სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესაბამისად ახორციელებს. ხარისხის კონტროლი სათაო ნაგებობებზე, რეზერვუარებში და ქალაქის წყალსადენის ქსელში ყოველდღიურად ხორციელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ბათუმის წყლის“ ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის უფროსი ლანა კეკუტია აცხადებს, რომ სასმელი წყალი დამუშავების რამდენიმე ეტაპს გადის.

„წყალმიმღებიდან აღებული წყალი გადის ორჯერად ქლორირებას. იფილტრება და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის წყალგაყვანილობის სისტემაში. წყლის დაქლორვის პროცესის თანამედროვე სისტემაზე გადაყვანის მიზნით შპს „ბათუმის წყალმა“ გაზობრივი ქლორი უფრო უსაფრთხო თხევადი ქლორით შეცვალა, რომლის წარმოება ადგილზე, სათავე ნაგებობებსა თუ რეზერვუარებში ხდება. „ბათუმის წყლის“ ლაბორატორია ტექნიკური აღჭურვილობისა და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირების თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი, „ბათუმის წყლის“ ლაბორატორიაში ყოველწლიურად გეგმური მონიტორინგის სამუშაოებს ახორციელებს. ლაბორატორია უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი უახლესი გერმანული და ამერიკული (HACH და IDEXX) მეთოდით ტარდება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, უმოკლეს ვადაში დავადგინოთ სასმელი წყლის ხარისხი. ეს მეთოდები საქართველოში პირველად ჩვენ დავნერგეთ. ინფორმაცია სასმელი წყლის ხარისხის შესახებ სრულიად გამჭვირვალეა და საზოგადოებას მედიის საშუალებით პერმანენტულად ვაწვდით. კომპანია „ბათუმის წყლის“ ლაბორატორია ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში და ISO 17025-ის 2017:2018 მფლობელია. ISO სტანდარტის და აკრეტიდაციის დაცვა უმკაცრესი მოთხოვენების შესრულებას ნიშნავს“, - განაცხადა ლანა კეკუტიამ.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე