ხობის მუნიციპალიტეტში ქვეითად მოსიარულეს „მოპედი“ დაეჯახა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. სოფლის რწმუნებულის მარინე ლაგვილავას ინფორმაციით, 67 წლამდე ქალს მოპედით მომავალი ახალგაზრდა მამაკაცი დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე მათგანი მძიმედ დაშავდა.

"შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქალი გზაზე გადადიოდა. ორივე დაშავდა, მოპედის მძღოლი ახალგაზრდა ბიჭია", - ამბობს მარინე ლაგვილავა.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული. მათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა უტარდებათ. როგორც " ინტერპრესნიუსს" საავადმყოფოში განუცხადეს, პირველადი შეფასებით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა