მაია ცქიტიშვილი - ჯაპანა-ლანჩხუთის გზის მონაკვეთის გახსნა მნიშვნელოვანია როგორც დროის ეკონომიის, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე თითოეული დამატებითი მონაკვეთის გახსნა მნიშვნელოვანია როგორც დროის ეკონომიის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მან ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კილომენტრიანი მონაკვეთის გახსნისას ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ყველაზე დატვირთულ გზაზე, დაახლოებით 6 სოფლის გავლის ნაცვლად, ამჟამად შესაძლებელია საერთაშორისო სტანდარტების მონაკვეთზე გადაადგილება.

„შეიძლება 14 კილომეტრი არ ჟღერს მნიშვნელოვნად, მაგრამ ეს არის დაახლოებით 30%-ით დროის შემცირება, დროის დაზოგვა იმ მონაკვეთზე, სადაც ჩვენ მანამდე ჯაპანა-ლანჩხუთამდე გადავაადგილდებოდით, დროის ეკონომიის გარდა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სტანდარტი მაშინ, როდესაც განსაკუთრებით ამ სეზონზე, დამსვენებლები, გარდა იმისა, რომ დასახლებულ პუნქტებს აღარ გაივლიან და დისკომფორტი აღარ შეიქმნება, უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლებენ“,- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ცქიტიშვილის განცხადებით, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობის პროცესში არსებული გეოლოგიური პრობლემები აღმოფხვრილია და დღეს გახსნილი 14 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის გარდა, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები პირველ და მეოთხე ლოტზე.

„ჩვენ უკვე გაისად გავხსნით კიდევ დამატებით ორ მონაკვეთს. მესამე მონაკვეთზე კი სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. სამტრედია-გრიგოლეთის გზაც არის მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ნაწილი. საქართველოზე გამავალი მაგისტრალები არის არა მხოლოდ თბილისიდან ბათუმამდე გზა, არამედ ეს არის საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილი, რომელიც ევროპას და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა