თელავის მერიას სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებისთვის შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოეყოფა

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სტიქიამ 200 - ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დააზიანა, რისი აღწერაც უკვე დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ყვარლის მუნიციპალიტეტში ზიანი მიადგა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტში ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების პარალელურად, საცხოვრებელი სახლების ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ჯამში, სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის 10 სოფელი და ქალაქი თელავი დააზარალა.

„კახეთის რეგიონში, 15 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად თელავისა და ყვარელის მუნიციპალიტეტები დაზარალდა. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღწერას. კომიისის მიერ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 200 - ზე მეტი დაზიანებული საცხოვრებელი სახლი იქნა აღწერილი. მთავრობის გადაწყვეტილებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, გამოეყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი და მოხდება საცხოვრებელი სახლების სახურავების სრული და ნაწილობრივი გამოცვლა. აღნიშნულთან დაკავშირებით იმსჯელეს კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი, რწმუნებულის მოადგილეები და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა