მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში​ კორონავირუსის 260 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 260 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ახალი რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ზე, ბრაზილიაზე, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაზე მოდის.

წინა დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 237 743 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა, რაც ასევე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი იყო კორონავირუსის პანდემიის დაწყების დღიდან. გარდა ამისა, ჯანმო-ს მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით მსოფლიოში 7,360 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ასევე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია 10 მაისის შემდეგ.

Worldometers-ის ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსით ამ დრომდე სულ 14.4 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 600 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა. ამჟამად დაავადებულია 5.2 მილიონზე მეტი ადამიანი.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა