ინფორმაციას, თითქოსდა ბათუმში სასტუმრო „რედისონში" კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ

გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა ბათუმში სასტუმრო „რედისონში" კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პერიოდულად პრევენციის მიზნით, რისკ-ჯგუფში მყოფი პირების, მათ შორის სასტუმროს თანამშრომელთა თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულთა რაოდენობა არ შეცვლილა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კვლავ 7 ინფიცირებული მკურნალობს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად "ინტერპრესიუსი" სასტუმროსაც დაუკავშირდა. აღნიშნულს "რედისონის" ადმინისტრაციაშიც უარყოფენ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასტუმრო "რედისონში" კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ ვირუსი უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაუდგინდა.

ინფორმაციისთვის, ბოლო მონაცემებით, რომელიც სპეციალურად შექმნილ ვებ გვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1028 შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 899 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საქართველოში ვირუსით გარდაიცვალა 15 ადამიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა