მეუფე იაკობი - ღვთის მადლით, საქართველო გადარჩა, კარგი იქნებოდა, მსოფლიოც გადარჩენილიყო, მაგრამ ვინც როგორ იქცევა, ისე იღებს

თუ მოგვიწოდებენ, რომ ღმერთს არ მიმართოთ და ეკლესიაში არ მიხვიდეთო, ისინი პირდაპირ შაჰ-აბასის შთამომავლები არიან , - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა დღეს, სოფელ ჯუგაანში ძელიცხოვლის სახელობის ტაძარში, საკვირაო წირვის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანთა გაღმერთება და გაკერპება არასდროს არ გამოვა.

„უნდა ვიცოდეთ, რომ ყველგან თუ არა ღმერთის შეწევნა, ვერც მოსავალს მოვიყვანთ, ვერც ექიმები ვიქნებით, ვერც სხვა სპეციალობებში ბევრს ვერაფერს გავაკეთებთ. ის დიდი დანაშაული ღვთის წინაშე, რაც ახლა კაცობრიობამ გააკეთა - იმის მაგივრად, რომ ღმერთისთვის ეთხოვათ, ტყუილები ვთქვით, სახლში დავრჩეთ და ვილოცოთო. ეკლესიაში ხომ თავს იკლავდნენ ლოცვით და ახლა სახლში რომ მივიდოდნენ რამეს ილოცებდნენ, ვის სჯერა ამის? ეს დანაშაულია და ეს ბოროტება არ უნდა გავიმეოროთ. შეიძლება, უარესებიც მოხდეს და პირიქით. ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს, რომ ღმერთი შეგვეწევა. სიფრთხილე აუცილებელია. ზედმეტობა არც ქრისტიანობაში ვარგა და არც სხვა რამეში. გახვალ გარეთ და ადამიანი ადამიანს აღარ ჰგავს. ამ სიცხეში რომ პირბადეს გაიკეთებ, ვინ გაძლევს გარანტიას, რომ მეორე წელს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები არ მოიმატებს, ან სასუნთქი გზების პრობლემა ვისაც აქვს, ის კარგად გააგრძელებს ყველაფერს? მხოლოდ ერთ დაავადებას გაექცე და სხვას არაფერს უყურო, მთელი იმედი იმაზე დაამყარო, რომ ის არ შემხვდეს და ეს არ შემხვდეს; სიკვდილს ვინ გაექცევა, სად გაექცევი? ჩვენ პირიქით, კარგზე უნდა ვიფიქროთ.

იმდენი იძახეს ეკლესიაზე ძვირი მთელ მსოფლიოში, ხედავთ რაც მოხდა. დაიწყეთ ეკლესიაში სიარული და ღვთის მადლით, საქართველო გადარჩა. კარგი იქნებოდა, მსოფლიოც გადარჩენოდა ამას, მაგრამ ვინც როგორ იქცევა, ისე იღებს. ბედნიერი ერი ვართ, რომ მთლიანად სახელმწიფომ, ყველა ადამიანმა დედა ეკლესიის წინამძღოლობით, ეს გამოცდა ღირსეულად ჩავაბარეთ და მსოფლიოში საჩვენებელი ადამიანები გავხდით. თორემ, ჩვენ ექიმებზე ბევრად ძლიერი ექიმები არ არიან საზღვარგარეთ? თუ არა ღმერთი, ვერავინ დაგიფარავს. ყველა ვართ ღვთის კურთხევის ქვეშ - ექიმებიც, სხვებიც.

დღევანდელ ეპისტოლეში წაკითხული იყო პავლე მოციქულის სიტყვები - ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ასე აღასრულეთ რჯული ქრისტესი. ჩვენმა ერმა ღირსეულად ჩააბარა ეს. თუ ვინმეს რამე გვეშლებოდა და ვეუბნებოდით ერთმანეთს, მასე არ გავაკეთოთ, მაინც ვთანხმდებოდით ხოლმე და ისე ვაკეთებდით, როგორც საჭირო იყო. რაც დასაჯერებელი იყო ვიჯერებდით და დღესაც დავიჯერებთ, მაგრამ ღმერთის წინააღმდეგ ვინ რა უნდა მითხრას? ღმერთი გვაძლევს ძალას, რომ გავაკეთოთ ის რაც გასაკეთებელია. ნუ შეგვეშინდება ცხოველური შიშით.

მთავარია ძალით არ დავარღვიოთ და ძალით არ წავიდეთ რაღაცის წინააღმდეგ.

თუ მოგვიწოდებენ, რომ ღმერთს არ მიმართოთ და ეკლესიაში არ მიხვიდეთო, ისინი პირდაპირ შაჰ აბასის შთამომავლები არიან, არ არიან ქართველები. მკაცრად ვამბობ, მაგრამ აწი რომ გააკეთონ, მკაცრად დავუპირისპირდები ნებისმიერს. ერთხელ დავიბადეთ და ერთხელ მოვკვდებით. ამიტომ, ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ღმერთთან რომ მივალთ, შერცხვენილები არ ვიყოთ“ , - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს