ანონსი  20 ივლისი

20 ივლისს, 11:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიას იწყებს და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.

მის: კოჯორი, ბიოლის ქუჩა,1 "ბიოლის" კომპლექსი.

საკონტაქტო: გრეტა წიწავა - 59919 26 28; მიშა ფეიქრიშვილი - 59945 05 65; ლელა გაბეჩავა -599 22 74 41

20 ივლისს, 11:00 საათზე, საია სისხლის სამართლის პროცესების გონივრულ ვადაში განხორციელებასთან დაკავშირებით გამოვლენილ ხარვეზებზე პრესკონფერენციას გამართავს.

მის: თბილისი, კახიძის #15

საკონტაქტო: ლევან ქათამაძე - 577070500

20 ივლისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარტია „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის“ თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძე და პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი შიხიაშვილი განცხადებას გააკეთებენ.

თემა: „ქართული მარში“ ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობისა და ცილისმწამებლური განცხადების გამო „ლელოს“ ლიდერების: მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და დავით უსუფაშვილის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

20 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის ზეპირი მოსმენა - „მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები ევროკავშირის ბაზარზე“ გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (ჩ კორპუსი, V სართული)

20 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

20 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (ჩ კორპუსი, V სართული)

20 ივლისს,12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სავალუტო ბაზრის ახალი რეფორმის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაცია ეროვნული ბანკის ოფიციალურ Facebook გვერდზე გაიმართება.

20 ივლისს, 12:00 საათზე, შპს „სანტეს“ საწარმოსთან პარტია „ქართული არჩევანის“ თავმჯდომარე ბეჟან გუნავა, პარტიის აქტივისტებთან და დაზარალებულ ინდმეწარმე, ზურაბ ხაბულიანთან ერთად საპროტესტო აქციას გამართავს.

მის: კახეთის გზატკეცილი N10 შპს „სანტეს“ ქარხანა.

საკონტაქტო: მარიამ მარგველანი - 568313268

20 ივლისს, 14:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ტოქსიკური მეტალების საკვლევი ლაბორატორიული მოწყობილობის გადაცემის ცერემონია გაიმართება .

ღონისძიებას დაესწრებიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, ესტონეთის ელჩი საქართველოში იურგო ლო, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი და აშშ განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების დირექტორი ადამ შმიდტი. ასევე, დარგის ექსპერტები.

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი - 595 956 103, მაია ქურციკიძე - 599 53 30 71

მის: კახეთის გზატკეცილი #99

20 ივლისს, 15:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (ჩ კორპუსი, V სართული)

20 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი ვებგვერდის - www.findouttbilisi.com პრეზენტაცია გაიმართება.

მის: კოსტავას ქ. N14, სასტუმრო „სტამბა“

საკონტაქტო: ლანა ქარდავა - 577 158 572

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა