ინდოეთის დედაქალაქში ძლიერმა გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის დროს დელის ზოგიერთ უბანში დაიტბორა ქუჩები, ჩაიძირა ავტომობილები, ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა.
მეხანძრე-მაშველებმა ავტომობილებიდან მოქალაქეების გამოყვანა მოახერხეს.
მეტეოროლოგიური სამსახური მომდევნო სამი დღის განმავლობაში დელიში და მიმდებარე რაიონებში ძლიერ წვიმებს პროგნოზირებს.