ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულმა თეატრმა მუშაობა განაახლა

პანდემიით გამოწვეული იძულებითი შესვენების შემდეგ ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ- დრამატულმა თეატრმა მუშაობა განაახლა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, 19 ივლისს თეატრმა მაყურებელს ალან მილნის "ვინი პუჰი" შესთავაზა.

მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, სპექტაკლის პრემიერა ღია ცის ქვეშ გაიმართა, რისთვისაც მოეწყო თეატრის შიდა ეზო, ჩატარდა სცენის, განათების და გახმოვანების მონტაჟი.

"სპექტაკლის ინსცენირება, რეჟისურა, სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება რეჟისორ ელენე მაცხონაშვილს ეკუთვნის. მონაწილეობენ მსახიობები - გიორგი ჩაჩანიძე, სოფო ლეთოდიანი, კოტე კახიშვილი, არჩილ ხვედელიძე, თამუნა ჯაჯანაშვილი, ლელა ვაჩნაძე, გოჩა აბაშიძე და მაკა ცუცქირიძე.

სპექტაკლის პრემიერას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე დაესწრო",- ნათქვამია ინფორამციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს