მესხიშვილის სახელობის თეატრმა სეზონი "ბრემენელი მუსიკოსებით" დახურა

ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა 159-ე სეზონი "ბრემენელი მუსიკოსებით" დახურა. როგორც "ინტერპრესნიუსს" იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, რეკომენდაციების გათვალისწინებით სპექტაკლი თეატრის კიბეებზე გაიმართა. "ბრემენელმა მუსიკოსებმა" ანშლაგით ჩაირა.

უწყების ცნობით, სპექტაკლს საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია დაესწრნენ.

" "ბრემენელი მუსიკოსები" გასულ წელს რეჟისორმა კახაბერ გოგოლაშვილმა დადგა. მთარგმნელი და სიმღერების ტექსტის ავტორია გვანცა ჯავახაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი და არანჟირების ავტორია ერეკლე დიდია, სასცენო მოძრაობა ბაქარ ბაქრაძეს ეკუთვნის, რეჟისორის თანაშემწე კი მაია კვიმსაძეა",- ნათქვამია ინფორმაციაში.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის განცხადებით, 27 სექტემბერს თეატრი 160-ე სეზონს პრემიერით გახსნის, ასევე გაიხსნება მესამე თეატრული სივრცე - "მწვანე თეატრი", რომელიც მესხიშვილის თეატრის ეზოში იქნება განთავსებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა