ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, მათ შორის ერთ-ერთი ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაურია. შემთხვევა გვიან ღამით ქალაქის ცენტრში მოხდა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური და სავარაუდო ბრალდებული ერთ ოჯახში იმყოფებოდნენ სტუმრად, სადაც მათ შორის კონფლიქტი წარსულში მომხდარი დავის გამო დაიწყო.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ოლიმპიურ ჩემპიონს და მასთან მყოფ პირს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენს.

ორივე დაშავებული ახმეტის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის თქმით, არცერთს შემავალი ჭრილობა არ აღენიშნება.

გვიან ღამემდე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

პოლიციას სავარაუდო ბრალდებული იდენტიფიცირებული ჰყავს. მომხდარზე გამოძიება 117 -ე მუხლით დაიწყო.

იხილეთ ვიდეო:ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს