ბათუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს არჩილ ჩიქოვანი გაეცნო

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის - KfW-ს მიერ, ბათუმში წყალარინების სისტემის მოწყობა ხორციელდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი გაეცნო.

„გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის - KfW-ს მიერ, ბათუმში წყალარინების სისტემის მოწყობა ხორციელდება პროექტი საკმაოდ მსხვილი და გრძელვადიანია, შესაბამისად, ხდება ქუჩებისა და მისი მონაკვეთების სატრანსპორტო მოძრაობისთვის შეზღუდვა. აქედან გამომდინარე, ეტაპობრივად შეიზღუდა მოძრაობა დაახლოებით 50-მდე ქუჩასა და მონაკვეთზე, რის გამოც ბათუმელებსა და ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს დისკომფორტი ექმნებათ. მესმის, რომ მოსახლეობისთვის ძნელია თვეების განმავლობაში ასეთ რეჟიმში გადაადგილება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ამ პროექტების დროულად დასრულება იმისათვის, რომ ქალაქს ჰქონდეს გამართული წყალარინების - საკანალიზაციო სისტემა. ამ ეტაპზე კი, ქუჩებზე, სადაც მიწისქვეშა სამუშაოები დასრულდა, უკვე მიმდინარეობს გზების აღდგენა. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, დროულად მოვახდინოთ გზების გახსნა“, - აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.

KfW-ს პროექტის ფარგლებში, ბათუმში წყალარინების სისტემის მოწყობა ხორციელდება. ქუჩებზე, სადაც მიწისქვეშა სამუშაოები დასრულდა, უკვე მიმდინარეობს გზების აღდგენა. ამჟამად, გზის აღგენითი სამუშაოები შარტავასა და რუსთაველის ქუჩებზე ხორციელდება. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქს გამართული წყალარინების - საკანალიზაციო სისტემა ექნება. წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება, რომელიც IV ფაზის ფარგლებში ხორციელდება, 17 მილიონ ევროს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი გაეცნო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა