აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მამაკაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ინფიცირებული მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბოლო მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტი მკურნალობს, მათი უმრავლესობა სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

ექიმების ინფორმაციით, ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.