კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან, 3 გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, სამი გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ გარდაბანის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა განუცხადა, სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა, სოფელ ლელაშხაში კოვიდინფიცირებული 74 წლის ქალის ახლო კონტაქტია.

„მეორე კვირაა ისინი საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდნენ, ჩაუტარდათ ტესტირება და კორონავირუსი დაუდასტურდათ“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რამაზ ბუდაღაშვილმა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელაშხაში 74 წლის ქალს კორონავირუსი 9 ივლისს დაუდასტურდა, პი-სი-არ ტესტირების შედეგად, კოვიდინფიცირებული აღმოჩნდა მისი 18 წლის შვილიშვილიც, რომელიც აბიტურიენტია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს