რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან პატიმარი გაიქცა, თუმცა პოლიციამ დააკავა

თვითმხილველების ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცავებს ბრალდებული გაექცათ. პოლიციამ ის სასამართლოს შენობიდან რამდენიმე მეტრში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში, მალევე დააკავა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. მომხდარს რუსთავის საქალაქო სასამართლოში ადასტურებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასამართლოში განუცხადეს, შემთხვევა პროცესის დასრულების შემდეგ, შენობის გარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე მოხდა. რუსთავის სასამართლომ საქონლის ქურდობის ფაქტზე დაკავებული პირებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილა, პროცესის დასრულების შემდეგ კი ერთ-ერთი ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციის მანქანიდან გადახტა და გაქცევა სცადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა