ირაკლი ჩიქოვანი - მე ამ რეგიონს კარგად არ ვიცნობ, მე ამ რეგიონს ძალიან კარგად ვიცნობ, რადგან ჩემი რეგიონი და ქალაქია

მე ამ რეგიონს კარგად არ ვიცნობ, მე ამ რეგიონს ძალიან კარგად ვიცნობ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი რეგიონი და ჩემი ქალაქი, - ამის შესახებ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ბრძოლა, რომელსაც „ქართული ოცნება“ სამართლიანი, თანმიმდევრული და კონკრეტული საარჩევნო კამპანიის შედეგად გამარჯვებით დაასრულებს.

„მე დარწმუნებული ვარ, ზუგდიდში ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას, იმიტომ რომ მჯერა, ზუგდიდელების მხარდაჭერის და მჯერა ზუგდიდში ნამდვილად არის ის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ, რომლის შედეგადაც ჩვენ ქვეყანას კიდევ უფრო განვავითარებთ, კიდევ უფრო დემოკრატიულს გავხდით და ეკონომიკურად კიდევ უფრო გაძლირებული იქნება. „ქართული ოცნების“ წარმატება არის საქართველოს წარმატება, როგორც ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფილი ძალის. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება კონკურენტი და რამდენი იქნება, ეს არის დემოკრატიული პროცესი და გუნდი, რომელიც ზუგდიდშია და მხარდაჭერა, რომელსაც მე ჩემი თანაქალაქელების მხრიდან ვგრძნობ, მაძლევს იმის საფუძველს, რომ ვისაუბრო. ნამდვილად წარმატებით დავასრულებთ ამ ბრძოლას,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა