სალომე სამადაშვილი აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს საგარეო უწყების მხრიდან განმარტებების გაკეთებას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან განმარტებების გაკეთებას ითხოვს.

მისი თქმით, თუ გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არღვევს საერთაშორისო ვალდებულებას, მეორე მხრივ, კი ხელისუფლება რუსეთს დავალებების შესრულებაზე უარს ვერ ეუბნება.

"პირველ რიგში, ძალიან საგანგაშოა, რომ აზერბაიჯანის იმ მედიაში, რომელიც ძალიან ხშირად ახმოვანებს ხელისუფლების პოზიციას ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იქნა სომხეთისთვის იარაღის მისაწოდებლად. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის პოლიტიკა ჩვენს რეგიონში დესტაბილიზაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს, იმასაც, რომ რუსეთი იარაღს აწვდის კონფლიქტის ორივე მხარეს -როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ აღებული გვაქვს საერთაშორისო ვალდებულება, რომ სამხედრო ტვირთები არ შეიძლება ჩვენი ტერიტორიის გავლით მიწოდებული იქნას კონფლიქტის რომელიმე მხარისთვის. ამიტომ პირველ რიგში, მე მოვითხოვ, რომ საგარეო უწყებამ გააკეთოს განმარტება ამ ინფორმაციაზე და საზოგადოებას გასცეს პასუხი, რა საფუძველი არსებობს გავრცელებული ინფორმაციისთვის, რადგან თუ არსებობს რაიმე დამადასტურებელი ფაქტები, რომ მართლაც საქართველოს ტერიტორია რუსეთის მიერ გამოყენებული იქნა როგორც რუსეთიდან, ასევე სერბეთიდან შემოვლითი გზით იარაღის მისაწოდებლად სომხეთისთვის, ეს არის ერთი მხრივ, საერთაშორისო ვალდებულებების უხეში დარღვევა, ეს დაძაბავს და უკიდურესად გააფუჭებს ურთიერთობებს სტრატეგიულ მოკავშირე და მეზობელ სახელმწიფოსთან აზერბაიჯანთან, რონელთანაც ჩვენ, დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებით, ისედაც გართულებული გვაქვს ურთიერთობები და კიდევ ერთხელ ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერანაირ დაკვეთასა და დავალებაზე რუსეთს უარს ვერ ეუბნება", - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანული გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს გავლით სომხეთში აზერბაიჯანის წინააღმდეგ განკუთვნილი ნაღმტყორცნები ჩაიტანეს.

„თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე და შემდეგაც, საბრძოლო მოქმედებების დროს, სერბეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნების დიდი პარტია ჩაიტანეს“, - წერს აზერბაიჯანული გამოცემა Haqqin. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა და ასევე გამოცემისთვის სამხედრო წყაროებიდან გახდა ცნობილი.

აზერბაიჯანული გამოცემის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციაზე საქართველოს ოფიციალურ უწყებებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა