გიორგი ვოლსკი - ამომრჩეველს  ვპირდებით, რომ ინტენსიურად ვიმუშავებთ, რათა თავი დავაღწიოთ ორ უბედურებას - ოკუპაციას და ვირუსის შემოტევას

ამომრჩეველს ვპირდებით, რომ ჩვენი საქმიანობა იქნება ინტენსიური იმისათვის, რათა თავი დავაღწიოთ ორ უბედურებას - ოკუპაციას და ვირუსის შემოტევას, - ამის შესახებ „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს წარდგენის შემდეგ განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ჰპირდება, რომ განვითარებას საფუძვლად სტაბილურობა ექნება.

„ვფიქრობ, გავიმარჯვებთ იმდენად, რამდენადაც საზოგადოების განწყობა ზოგადად, არა მარტო ჩვენ რაიონში, არის პოზიტიური, მიუხედავად იმისა, რომ სირთულეებია. სირთულეებთან გასამკლავებლად საზოგადოება სწორედ „ქართულ ოცნებას“ ირჩევს, როგორც სტაბილურობის გარანტს, როგორც უფრო რეალურ რესურსს. საქართველოში ამომრჩეველს ვპირდებით იმას, რომ განვითარებას საფუძვლად ექნება სტაბილურობა, რასაც ამ 8 წელიწადში საგანგებო ყურადღება ექცეოდა. ვპირდებით იმას, რომ ძალიან მძლავრ პოზიციებს დავიკავებთ საერთაშორისო ასპარეზზე. ვპირდებით იმას, რომ ჩვენი საქმიანობა იქნება ინტენსიური იმისათვის, რათა თავი დავაღწიოთ ორ უბედურებას - ოკუპაციას და ვირუსის შემოტევას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა