გიორგი ხოჯევანიშვილი- რეგიონში, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, მთავარ გამოწვევად ოკუპაცია რჩება

რეგიონში, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, მთავარ გამოწვევად ოკუპაცია რჩება, - ამის შესახებ პარტიის “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” კასპისა და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

როგორც ხოჯევანიშვილმა წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ორწლიანი საქმიანობის ზუსტად შეისწავლა ის საჭირობები, რაც ქართველი ხალხისთვის დღის წესრიგში დგას და ამჯერად, უკვე საკანონმდებლო ორგანოდან გააგრძელებს რეგიონის საკითხებზე ზრუნვას.

„ქართული ოცნება” არის ის გუნდი, რომელსაც ძალუძს ჩვენი ქვეყნის და მათ შორის იმ რეგიონის მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელი რეგიონიდანაც მე ვიყრი კენჭს. ჩემთვის დიდი პატივი და დამატებითი პასუხისმგებლობააცაა ის, რომ ვიყო გორისა და კასპის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში. ჩვენი რეგიონისთვის, ისევე როგორც დანარჩენი საქართველისთვის, მთავარ გამოწვევად რჩება ოკუპაცია. ამ პროცესში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან. ამის გარდა, რა თქმა უნდა, ნომერ პირველი საზრუნავი იქნება თითოეული მოქალაქე და მათი საჭიროებების შესწავლა და საჭირობების შესაბამისი ნაბიჯების დროული გადადგმა”, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთვის, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქრთველომ” დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა