ინდოეთში კორონავირუსის 40 425 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

ინდოეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 40 425 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის გავრცელების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 1 118 043-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ს ქვეყანაში კიდევ 681 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 27 497-ს მიაღწია. ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით ინდოეთი მესამე ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-სა და რუსეთის შემდეგ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა