„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში ცვლილებები პლენარულ სხდომაზე განსახილველად მზადაა

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, შენიშვნების გათვალისწინებით, პლენარულ სხდომაზე განსახილველად მზადაა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება, კანონმდებლებმა საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძის, დავით ბაციკაძის, ილია ვერძაძის, ნუგზარ სურმანიძის, ცოტნე ანანიძის, ნინო ჩხეტიასა და მერაბ კარანაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, რომელიც სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო ჩხეტიამ წარადგინა, გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით განიხილება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა