„სანტეს“ საწარმოსთან გამართულ აქციაზე 9 ადამიანი დააკავეს

კახეთის გზატკეცილზე „სანტეს“ საწარმოსთან გამართულ აქციაზე, პარტია „ქართული არჩევანის“ წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეხლა-შემოხლის შედეგად, საპატრულო პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, აქციაზე პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით 9 პირი დააკავეს.

„აქციაზე დაკავებულია 9 პირი. ისინი დაკავებულები არიან ორი მუხლით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს“, - აცხადებენ შსს-ში.

იხილეთ ვიდეო:ფიზიკური დაპირისპირება "სანტეს" საწარმოსთან - დაკავებულია ბეჟან გუნავა და კიდევ რამდენიმე პირი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა