ზუგდიდის სკრინინგ ცენტრმა მუშაობა განაახლა

ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და პარტნიორ ორგანიზაცია - ონკოპრევენციის ცენტრთან თანამშრომლობით 2019 წლის ნოემბერში ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი გახსნა, რომელიც ემსახურება როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის, ისე აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჩეხეთის საელჩოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება განვლილი პერიოდის ანგარიში, მიღწევები და COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით შეცვლილი რეალობა.

ჩეხეთის საელჩოში აცხადებენ, რომ დაარსებიდან დღემდე, სკრინინგ ცენტრი მოემსახურა 1600-ზე მეტ პირს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის რეგიონიდან. ივლისიდან სკრინინგ ცენტრი სრული დატვირთვით ანახლებს ფუნქციონირებას.

„ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურით - სხვა ასეთი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სკრინინგ-ცენტრი დღეს საქართველოში არ არის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი სტრუქტურით იამაყებდა ევროპის ნებისმიერი ქალაქი. ის, რაც დასავლეთში ოქროს სტანდარტად ითვლება კიბოს სკრინინგის კუთხით, დაინერგება ზუგდიდშიც. რომ არა ჩეხი ხალხის, საელჩოსა და კარიტასის ძალისხმევა, ამ პროექტის განხორციელება მხოლოდ ჩვენი ძალებით შეუძლებელი იქნებოდა“, - განაცხადა ზუგდიდის სკრინინგ ცენტრისა და ონკოპრევენციის ცენტრის დირექტორმა რემა ღვამიჩავამ.

„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისა და ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში COVID-19 პანდემიასა და ონკოლოგიური დაავადებების პრევენციასა და მკურნალობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს მიეძღვნა. აღნიშნულ ღონისძიებებს ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა