ისრაელში ექთნების საყოველთაო გაფიცვა დაიწყო

ისრაელში ექთნების საყოველთაო გაფიცვა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ექთნები კადრების დეფიციტსა და კორონავირუსის გამო გაუარესებულ სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.

„სხვა არჩევენი არ გვაქვს, იძულებულები ვართ, საკითხს თავად მივხედოთ და ჯანდაცვის სისტემა ზამთარში მოსალოდნელი კოლაფსისგან დავიცვათ“, - განაცხადა ექთნების კავშირის ხელმძღვანელმა ილანა კოენმა.

BBC-ი წერს, რომ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის 800-ზე მეტი მედდა კარანტინში იმყოფება, საავადმყოფოებში კი მათი შემცვლელები არ ჰყავთ.

შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებებს შემცირებული კადრებით უწევთ მუშაობა. შეგახსენებთ, ბოლო კვირების განმავლობაში ისრაელში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ფიქსირდება. არსებული მონაცემებით, პანდემიის გავრცელების დროიდან ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის 50 714 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 415 ადამიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა