გიორგი ვაშაძე - ვიხილეთ მორიგი მასკარადი, ფუჭი და ცრუ დაპირებების ახალი ტალღა, იგივე სახეებითა და იგივე პათოსით

„ქართული ოცნების“ პრეზენტაციის სახით დღეს ჩვენ ვიხილეთ მორიგი მასკარადი, ფუჭი და ცრუ დაპირებების ახალი ტალღა. იგივე სახეებითა და იგივე პათოსით, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მაჟორიტარების კანდიდატების წარდგენას.

ვაშაძის განცხადებით, „დღევანდელმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ აშკარა გახადა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მოწყვეტა რეალობასთან და აცდენა საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების საჭიროებაზე“.

„მე მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, ეს არ არის „ქართული ოცნება“, ეს არის დამსხვრეული ოცნებების გამომხატველი ძალა. უკანასკნელი რვა წლის მანძილზე ვერ დავასახელებთ თუნდაც ერთ დაპირებას, რომელიც მათ გასცეს და შეასრულეს. ახდენილი ოცნებების ნაცვლად, მათ ქვეყანას, ახალგაზრდებს, პენსიონერებს, ფერმერებს, ვისაც ამის სჯეროდა, მოუტანეს იმედგაცრუება, უიმედობა, უმუშევრობა და სიღარიბე. დღეს ჩვენ ვიხილეთ ძვირადღირებული, ცივი ღონისძიება მდიდრულ კოსტუმებში გამოწყობილი ადამიანებითა და დაბურულშუშებიანი შავი ჯიპებით. ისინი არ კმაყოფილდებიან იმით, რომ რვა წლის მანძილზე ძარცვავდნენ თითოეულ ჩვენგანს, ლუკმა-პურის ფულის პარავდნენ პენსიონერებს, ბავშვებს, უმწეოებს, იმ ხალხს, რომელთაც არ იციან დღიდან დღემდე როგორ გაიტანონ თავი და გამოკვებონ საკუთარი ოჯახები. ამის ფონზე, მერვე წლის თავზე, მილიარდელი და „ქართული ოცნების“ კორუმპირებული ლიდერები ისევ ცარიელი ტექსტებითა და ცრუ დაპირებებით კვებავენ მოსახლეობას. ეს არა მხოლოდ უსამართლობაა, არამედ უსინდისობაც. უფრო მეტიც, ეს არის პოლიტიკური უტიფრობა, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა დავასრულოთ”, - აღნიშნა ვაშაძემ.

მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემა იქნება დანაშაული.

„ეს ნიშნავს, რომ მათ კიდევ ოთხი წლით ვაძლევთ ძარცვის, ეკონომიკის დანგრევისა და ქართული გენოფონდის განადგურების უფლებას. „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობის პირობებში, საქართველოს საგარეო ვალი გაიზარდა 6 მილიარდიდან 19 მილიარდამდე, სამუშაო ძალა შემცირდა 100 000 ადამიანით, შემცირდა შობადობა, განქორწინება გაიზარდა 7 000-დან 11 000- მდე, გაზრდილია კრიმინალი, არ დარჩენილა მიმართულება სადაც არ გაუარესებულა მაჩვენებლები. მე ვსვამ მარტივ კითხვას; რა საერთო აქვს ამ ყველაფერს „ქართულ ოცნებასთან“? ეს პარტია, ეს გუნდი რეალურად არის „ქართული ოცნებების“ სასაფლაო და ეს რაც შეიძლება მალე უნდა დავასრულოთ. მე, გიორგი ვაშაძე, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე, ჩემს გუნდთან ერთად ვივლი კარდაკარ, სოფელ-სოფელ, რათა ხალხს შევთავაზოთ აღმშენებლობის და ქვეყნის გადარჩენისა და განვითარების რეალური გეგმა. მე და ჩემი გუნდი გთავაზობთ არა ფუჭ და ყალბ ოცნებებს, არამედ კონკრეტულ გეგმას, რომელზეც წლების განმავლობაში, ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად შევიმუშავეთ. ჩვენ ვიცით თქვენი პრობლემები, ვიცით როგორ დავამარცხოთ სიღარიბე, როგორ განვავითაროთ ეკონომიკა და როგორ დავუბრუნოთ სიამაყე საქართველოს, მის თითოეულ მოქალაქეს”, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, დღეს პარტიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ქვეყნის მასშტაბით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა