ირაკლი შენგელია - „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ამომრჩევლებს წარუდგინა სტაბილური პოლიტიკური გამოცდილების და განვითარებაზე ორიენტირებული ძლიერი გუნდი

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შენგელიას განცხადებით, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატებით კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის, პოლიტიკური პოლარიზების პირობებში, არსებული საარჩევნო მოდელის შესაბამისად უპასუხოს მოქალაქეების მოთხოვნებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ირაკლი შენგელია ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს ზაზა ლომინაძეს წარმატებებს უსურვებს და აცხადებს, რომ მოქალაქეების მისი ჩართულობა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაში კარგად ახსოვთ.

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს ამომრჩევლებს წარუდგინა სტაბილური პოლიტიკური გამოცდილების და განვითარებაზე ორიენტირებული ძლიერი გუნდი. მინდა, პირველ რიგში, წარმატება ვუსურვო ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს, ბატონ ზაზა ლომინაძეს. გარდა იმისა, რომ ის გახლავთ პრაქტიკოსი ექიმი, მას აქვს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება. ჩვენს თანამოქალაქეებს კარგად ახსოვთ მისი ჩართულობა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაში.

დღეს, ჩვენი ქალაქის პრიორიტეტია განვითარება, მოქალაქეების კეთილდღეობა, განათლების და დასაქმების ხელშეწყობა, ძლიერი რეგიონული პოლიტიკა და დეცენტრალიზაციის პირობებში დემოკრატიული პროცესების გამყარება, ამასთან, სოციალური პოლიტიკის აღებული კურსის განმტკიცება, პირველადი ჯანდაცვის ეფექტური განვითარების და მოწყვლადი ჯგუფებისთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ჩვენი გუნდი მზადაა უპასუხოს ამ გამოწვევებს და გააძლიეროს ქალაქის წარმომადგენლობა როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე“,- განაცხადა შენგელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო