მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, პაციენტს, რომელიც დღეს გარდაიცვალა, ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის ლიკა მუმლაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას მძიმე იყო.

როგორც ლიკა მუმლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გარდაცვლილ 72 წლის მამაკაცს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

„პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისას იყო მძიმე და საყურადღებო. დინამიკაში გაუარესდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. ქრონიკული დაავადებებიდან აღენიშნებოდა თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, 3-4 წლის განმავლობაში იტარებდა ჰემოდიალიზის სეანსებს, თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე იმყოფებოდა. შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, რევმატოიდული ართრიტი, არტერიული ჰიპერტენზია - პაციენტი კლინიკაში შემოსვლისას იყო მძიმე. ამ თანმხლები დაავადებებით რთულია პაციენტების მმართვა და პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჯერჯერობით, პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის. დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს“, -განაცხადა მუმლაძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტი, 72 წლის მამაკაცია. ის მცხეთის კლინიკაში მკურნალობდა. პაციენტი ინგოროყვას კლინიკიდან გადაიყვანეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა