არჩილ თალაკვაძე - „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო რეფორმების გატარება და დემოკრატიული ღირებულებების განუხრელად დაცვა

ჩვენი კონცეპტუალური ხედვა გუნდთან დაკავშირებით ასეთია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ წლების განმავლობაში შეძლო რეფორმების გატარება, შეძლო დემოკრატიული ღირებულებების განუხრელად დაცვა, რომელიც მოქალაქეების თავისუფლებისთვის, ჯანმრთელობისთვის და განვითარებისთვის აუცილებელია , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, რომლებიც დღეს მმართველმა გუნდმა წარადგინა, კომპეტენტური, გამოცდილი და წარმატებული პოლიტიკოსები არიან და არა „ძველი ან ახალი ადამიანები“, როგორც მათ ოპოზიცია ჰყოფს. არჩილ თალაკვაძემ აქვე აღნიშნა, რომ სექტემბერში, როდესაც „ქართული ოცნება“ პარტიულ სიას წარადგენს, გუნდი განახლდება, როგორც ეს 2016 წელს მოხდა.​

“კონცეპტუალურად, გუნდის შემადგენლობაც განისაზღვრება მათგან, ვინც წვლილი შეიტანა და შედეგი აჩვენა ამ პროცესში, ვინც გააკეთა საქმე, ვინც აჩვენა პასუხისმგებლობა ჩვენს საზოგადოებას - ამ ადამიანებისგან შედგება ქართული ოცნება“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა