ბათუმში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ლერმონტოვის ქუჩის #96-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, სამუშაოები ნოემბერში დასრულდება, პროექტის ღირებულება კი 1 მილიონ 914 ათასი ლარია.

„მოგეხსენებათ, 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ბაღები უფასო გახდა, მოთხოვნაც გაიზარდა. დღეს ბათუმის საბავშვო ბაღებში დაახლოებით 8 ათასზე მეტი აღსაზრდელია. 2013 წლიდან, ჯამში 18 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეკონსტრუქცია განხორციელდა. წლის ბოლოს ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შეემატება, რომელიც 200-ზე მეტ აღსაზრდელზე იქნება გათვლილი” , - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს