ქუთაისის ციხესთან ადვოკატი შიმშილობს და დაწესებულებაში  ვიზიტორების შემოწმების წესს აპროტესტებს

ქუთაისის ციხესთან ადვოკატი შიმშილობს. ირინა საღინაძე პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტორების შემოწმების წესს აპროტესტებს.

მისი განცხადებით, ციხეში შესვლის დროს "ადვოკატებისაგან ფეხზე გახდას ითხოვენ და ხელით ეხებიან, რაც ჩხრეკას ნიშნავს". ალტერნატიული წესი სკანერის აპარატით შემოწმებას ითვალისწინებს, რაც, ადვოკატის თქმით, ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ირინა საღინაძე მეტალოდეტექტორით შემოწმების წესის დაბრუნებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

ადვოკატის თქმით, ის საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, პენიტენციური დეპარტამენტის უფროსს გიორგი პატარიძესა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს დავით ასათიანს აკისრებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო