ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, ჭიხარულასა და ბალანთაში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, ჭიხარულასა და ბალანთაში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტი 2 ეტაპად წელს განხორციელდება და ჯამში ასფალტ-ბეტონის საფარი 3,5 კმ სიგრძის მონაკვეთზე მოეწყობა.

მათი ინფორმაციით, გზის მოწყობის სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ოთარ არბოლიშვილმა და მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა ადგილზე დაათვალიერეს.

„გზის საფარის გარდა, ადგილზე მოეწყობა მილხიდები, კიუვეტები და ცხაურები, მოწესრიგდება ასევე ეზოებში შესასვლელი მონაკვეთები. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის, მთის ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი თანადაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარამდე შეადგენს.

ჭიხარულასა და ბალანთაში სამანქანო გზა სრულად ამორტიზებული იყო და ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა დაგებული. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას საგრძნობლად გაუადვილდება გადაადგილება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა