ავღანეთში ქართული ასეული გაემგზავრა

ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესასრულებლად აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრები ასეული გაემგზავრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ალექსეევკას შერეული საავიაციო ბაზიდან ქართველი მშვიდობისმყოფელები თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ გააცილა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მან პირად შემადგენლობას მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

„უახლოეს მომავალში აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრები ასეული მაიორ ზურაბ ცხადაძის მეთაურობით მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“, როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს. ქვედანაყოფი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 7 თვის განმავლობაში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს და მისი მთავარი ამოცანა სწრაფი რეაგირების ამოცანების განხორციელება იქნება“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო