დაბა სიონის წყლის სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, წინადადებების მიღება 28 ივლისს დასრულდება.

მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის, დაბა სიონს წყალი სტაბილურად მიეწოდება. თუმცა, მოძველებული და ამორტიზებული წყლის ინფრასტრუქტურის გამო, ხშირია დაზიანების ფაქტები.

„სიონში არსებული წყლის სათავე ნაგებობა, მაგისტრალური ქსელი და რეზერვუარები 1956 წელს არის აშენებული და რეაბილიტაცის საჭიროებს. ახალი განაშენიანების სახლებს არსებული რეზერვუარების სიმაღლეები ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც, მოსახლეობის ნაწილს წყლის აღება სხვადასხვა წყაროზე უწევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზაფხულის სეზონზე დაბა სიონს დაახლოებით 4 500 ტურისტი და დამსვენებელი სტუმრობს. შესაბამისად, საპროექტო კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს კურორტის განაშენიანების გეგმა და არსებული სათავეების რეაბილიტაციის გარდა, პროექტში, საჭიროების შემთხვევაში, გათვლილი უნდა იყოს დებიტის გაზრდის ღონისძიებები.

დაგეგმილი სამუშაოების ტექნიკური კომპონენტები მოიცავს წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურის, რეზერვუარის და გამრიცხველიანების დეტალურ პროექტირებას.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საპროექტო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 200 000 ლარია“, - აღნიშნულია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს