თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაფართოვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, რძის გადამამუშავებელ საწარმოში „წინწყარო+“ იმყოფებოდნენ, სადაც წარმოების პროცესს გაეცნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოდან აცნობეს.

„ქვემო ქართლის რეგიონში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შპს „წინწყარო+“ წარმოებას აფართოებს. შეღავათიანი აგროკრედიტით საწარმოში სპეციალური დანადგარები შეიძინეს, რაც ყველის წარმოებასთან ერთად რძისა და მაწვნის წარმოების საშუალებას იძლევა. შეღავათიანი აგროკრედიტი 155,000 ლარს შეადგენს, მნიშვნელოვანია, რომ ბენეფიციარს მხოლოდ 1,5%-ის გადახდა უწევს, ხოლო 11%-ს სახელმწიფო ფარავს“, - განაცხადა ილია თამარაშვილმა.

როგორც მხარის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანი მოტივაციაა ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ცნობით, შპს „წინწყარო+“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში გაფართოვდა, ყველის წარმოების პროცესს რძისა და მაწვნის წარმოების ხაზი დაემატა.

„საწარმოში დამატებით 225,000 ლარის ინვესტიცია განხორცილდა, საიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტი 155,000 ლარია, ბენეფიციარის ინვესტიცია შეადგენს 70,000 ლარს. საწარმო დღიურად 4 ტონა რძეს გადაამუშავებს, ხოლო წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ბრენდით „წინწყარო+“ თბილისის მაღაზიებში ახდენს. საწარმოში 25 ადგილობრივია დასაქმებული. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდა, ხოლო 900-ზე მეტი გაფართოვდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს