ლუკა კალანდია - დანებებას არ ვაპირებთ, არავის შევარჩენთ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით ციხეში გაშვებას

ბრძოლას გავაგრძელებთ, არავის შევარჩენთ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვის ვადით ციხეში გაშვებას, - ამის შესახებ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ლუკა კალანდიას განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ არის და წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.

"მაინტერესებს, რითი დაასაბუთებენ ამ გადაწყვეტილებას ეს მოსამართლეები, რომელთაც პრეტენზია აქვთ იმაზე, რომ ობიექტურად მოაზროვნე მოსამართლეები არიან. არაერთხელ მითქვამს, რომ საქმეში არ დევს არაფერი მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ. როცა მოსამართლე იმ მტკიცებულებების შემდეგ, რაც საქმეში დევს, უტიფრად ამბობს, რომ 20 წლის ბიჭი 11 წლით და 3 თვით ციხეში უნდა გაუშვას, სარკაზმია. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, არავინ არ ვაპირებთ დანებებას და გაჩერებას, არავის არ შევარჩენთ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით ციხეში გაშვებას, რადგან უდანაშაულო ადამიანის ადგილი ციხეში არ არის. არჩევნები მოდის და არავის არ ჭირდება ზედმეტი ხმაური და გაუგებრობა წინაპოლიტიკურ სცენაზე. ეს განაჩენი მოსალოდნელიც იყო", - განაცხადა ლუკა კალანდიამ.

სააპელაციო სასამართლომ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა.

მიხეილ კალანდიას სააპელაციო საჩივარს მოსამართლეთა კოლეგია თითქმის, 3 თვის განმავლობაში განიხილავდა. ცნობისთვის, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა