მცხეთა-მთიანეთში კალიის საწინააღმდეგოდ ფართობები მუშავდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა მცხეთა–მთიანეთის რეგიონში, სოფელ წეროვანის მიმდებარე ტერიტორიაზე შეწამვლით სამუშაოებს ახორციელებს. როგორც „ინტერპესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დღეის მდგომარეობით, რეგიონში კალიის საწინააღმდეგოდ 2700 ჰექტარი ფართობია დამუშავებული.

მათი განმარტებით, ფართობები სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით შესაბამისი პრეპარატით მუშავდება.

„აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას. სურსათის ეროვნული სააგენტო კალიის საწინააღმდეგო შეწამვლას აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად ატარებს.

მონიტორინგის და ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით ყოველწლიურად ტარდება ტრანსსასაზღვრო კვლევები საქართველოს და მეზობელი ქვეყნების მცენარეთა დაცვის სპეციალისტების მონაწილეობით“,- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში