„ნაცმოძრაობის“ წევრის ინფორმაციით, მდინარე აჭყვაში თევზები იხოცებიან

ქობულეთში, მდინარე აჭყვაში თევზები იხოცებიან, - ამის შესახებ ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბონდო თედორაძე აცხადებს. ბონდო თედორაძე ამტკიცებს, რომ თევზების დაღუპვა ციტრუსის ნარჩენებმა გამოიწვია, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხნიდან გაიტანეს და დაყარეს.

„ეკოლოგიური კატასტროფა მივიღეთ. პატრონი არ გვყავს, გაუსაძლისი სუნია, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ასე თუ გაგრძელდა მდინარის ყველა ბინადარი დაიხოცება. კატასტროფაა რაც ახლა ხდება. ფულის სანაცვლოდ ციტრუს გადამამუშავებელ კომპანიას მისცეს უფლება, რომ ქალაქის ტერიტორიაზე დაეყარა ნარჩენები, ამის შესახებ იანვრის თვეში ვსაუბროდბი, მაგრამ უშედეგოდ", - აცხადებს ბონდო თედორაძე.

თავის მხრივ, ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ მდინარეში თევზების დახოცვა საწარმოების მიერ მდინარის დაბინძურებას არ გამოუწვევია. უწყების ცნობით, მდინარე ორი დღით ჩაკეტილი სამელიორაციო სამუშაოების გამო იყო.

„მინდა პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ მდინარე აჭყვასთან დაკავშირებული სუნი და დისკომფორტი არ არის კონკრეტულად რაიმე ეკოლოგიური პრობლემის შედეგი, როგორც ამას აცხადებს ზოგიერთი პოლიტიკოსი, მათ მოსახლეობა შეჰყავთ შეცდომაში. აღნიშნული წყლის სიმცირე მდინარე აჭყვასთან მიმართებაში გამოიწვია ორი დღის წინ დაწყებულმა სამელიორაციო სამუშაოებმა, რომელიც განხორციელდა მდინარე აჭყვას არხთან დაკავშირებით, ამ ყველაფერმა აჭყვას კალაპოტში წყლის სიმცირე გამოიწვია, სწორედ აქედან არის გამოწვეული დისკომფორტი. მოსახლეობას მაქსიმალურად ბოდიშს ვუხდი და შესაბამისად მოვუწოდებ, რომ გაგებით შეხვდნენ ამ პრობლემას. არხი უკვე გახსნილია, სამუშაოები უკვე დასრულდა. შესაბამისად, მდინარე აჭყვას კალაპოტში დინება აღდგება და აღნიშნული დისკომფორტი მოიხსნება. მერიის და მელიორაციის სამსახურის მიერ კონკრეტულად დაიგეგმა სამუშაოები, რომელიც არხის მოწესრიგებას ითვალისწინებდა, სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა", - განაცხადა ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა