გია ვოლსკი - ბიზნესმენები დასაფასებელი და პოზიტიური რესურსის მქონე ადამიანები არიან

ბიზნესმენები საკმაოდ წარმომადგენლობითი, დასაფასებელი და პოზიტიური რესურსის მქონე ადამიანები არიან, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას, რატომ შეარჩია "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად რამდენიმე ბიზნესმენი. მისივე თქმით, ბიზნესმენობა დასაძრახი არ არის.

„ბიზნესმენები საკმაოდ წარმომადგენლობითი, დასაფასებელი და პოზიტიური რესურსის მქონე ადამიანები არიან. ამ ბიზნესმენებს აქვთ გამოცდილება, საკმაოდ ბევრ ხალხს ასაქმებენ, ბევრ ჰუმანიტარულ აქციასაც ატარებენ. ამასთან ბიუჯეტში მათ მიერ შეტანილი თანხები, რაც უამრავ სოციალურ პროგრამას ხმარდება, ამ ადამიანების ენერგიიდან მოდის. ბიზნესმენობაში დასაძრახი არაფერი არაა, ვინც არ უნდა იყოს ის, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იქნება, "ნაციონალური მოძრაობის" თუ "ევროპული საქართველოსი". პირიქით, ვფიქრობ, ბიზნესმენებს უნდა ჰქონდეთ იმის რესურსი, რომ ქვეყნის განვითარების საკითხებზე ისაუბრონ. მეორე - თუ ვინმეს ოდესმე თავისი კონკრეტული ბიზნესის ლობირება შეამჩნიეთ, ამის თაობაზე ცალკე უნდა ვისაუბროთ. ამაზე თქვენი მონიტორინგიც მნიშვნელოვანია,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა